ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში სოფელ არაშენდაში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაშენდაში ფერმერმა გიორგი სინაძემ სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა ააშენა, სადაც ღია გრუნტზე სხვადასხვა ჯიშის ყვავილები მოჰყავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 23 831 ლარი შეადგინა, აქედან 9 532 ლარი გრანტია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობამ 14 298 ლარია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ, მცხეთა მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ირაკლი ცქიტიშვილთან ერთად, სასათბურე მეურნეობა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

„420 კვ.მ განთავსებულ სათბურში ნოემბრის თვიდან მაისამდე, ფერმერს წელიწადში დაახლოებით 60 000 ყვავილი მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 5 ადამიანი.

პროექტი განხორციელდა „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 60% -ია. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 418 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 8461806 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა