მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები აჭარიდანაც ჩაერთნენ

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების დამატებითი ძალები აჭარის რეგიონიდანაც ჩაერთნენ, შესაბამისად, რიონში მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფება 20 მაშველი და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 16:53 შემოვიდა. თვითმხილველი იუწყებოდა, რომ მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა ქალაქ ფოთში, ცენტრში არსებული ხიდიდან. ზუსტად 2 წუთში სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდნენ, თუმცა პირველადი დათვალიერების შედეგად მდინარეში მოზარდი ვერ აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 20 მაშველი. მიმდინარეობს არა მხოლოდ მდინარის ზედაპირის დათვალიერება. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ამინდი და მხედველობის არე მოგვცემს საშუალებას. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება, რათა მოზარდი დროულად ვიპოვოთ“, - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

ფოთში, აღმაშენებლის ხიდის მოაჯირიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა.

იხილეთ ვიდეო: 16 წლის მოზარდი მდინარეში ჩავარდა - რიონში ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს