თინა ხიდაშელი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს, საიდან და ვინ იდგა მის უკან

ბევრ თათბირს ვესწრებოდი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს, საიდან და ვინ იდგა მის უკან, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

ხიდაშელმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ინტერნეტში გავრცელდა ფარული ვიდეო-ჩანაწერი და მას სწორედ ხიდაშელის სახელი ეწერა.

“მაშინ იყო კონკრეტული მოცემულობა, ხელისუფლება იყო ძალიან შეწუხებული ჩემი საქმიანობით, ჩემი მოქმედებებით, განსაკუთრებით დასვლურ ფრონტზე და მათ უნდოდათ რაიმე გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ. მე ფულს არ ვიპარავდი, ხელისუფლებაში ძალაუფლების გადამეტებით არ ვიყავი დაკავებული, არც ვილებს მჩუქნიდა ვინმე, შესაბამისად, მოიგონეს ეს სპექტაკლი, არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, ანა დოლიძე ამერიკაში იყო მაშინ და დილის 7 საათზე დამირეკა, თორემ ვერც კი გავიგებდი ამის შესახებ. დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი facebook-ის გვერდზე იყო ატვირთული რაღაც ვიდეო, თავიდან მე და დათომ რამდენიმე წუთს ვუყურეთ ამ ვიდეოს, შემდეგ დავურეკე ვახო გომელაურს და ვთხოვე ვიდეო არ წაეშალათ, რათა ყველას ენახა, რომ ეს იყო ორი ადამიანის შესრულებით დადგმული სპექტაკლი, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე წუთში ვიდეო გაქრა ინტერნეტ-სივრციდან. ამან გააჩინა ჭორაობის საფუძველი. შემდეგ უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წაქეზებით, აქტიურად აჟიტირებული იყვნენ ამ კამპანიაში ჩართული და ამბობდნენ, თითქოს ჩემი ვიდეოც არსებობდა ბუნებაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მაშინ ხელისუფლებაში იყო და ბევრ თათბირზე უწევდა დასწრება, ამიტომ კარგად იცის, რომ მაშინ მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. „ზუსტად ამ ფორმატებში საუბრების დროიდან ზუსტად ვიცი, რომ მათ იციან სქემა, თუ სად იტვირთებოდა ეს ვიდეოები, რომელი ინტერნეტკაფეებიდან, ვინ ტვირთავდა და ა.შ. მაშინ ბევრი სხვადასხვა ფორმატის ვიდეო გამოქვეყნდა, მათ ზუსტად იცოდნენ შემსრულებლებიც და ისინიც, ვინც ამ შემსრულებლების უკან იდგნენ“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი