ფოთში, მდინარე რიონში გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამისი უწყება გაერთიანდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. „სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გაგრძელდება, ვიდრე მოზარდი არ იქნება ნაპოვნი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად აქტიურად არის ჩართული, რათა რაც შეიძლება უმოკლეს დროში ვიპოვოთ მოზარდი. მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა, გარდა იმისა, რომ 20-მდე მაშველი და მყვინთავი მუშაობს ახლა მდინარე რიონში, პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეც-ტექნიკაც, რომელიც წყლის ქვეშ სპეციალური აპარატით აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს. ასევე მიღებულია ზომები იმისთვის, რომ დაწეულიყო მდინარეში წყლის დონე, რათა მაშველებს გაუადვილდეთ მუშაობა. შეიქმნა სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამისი უწყება, ვინც ჩართულია ამ პროცესში შტაბში იქნება და ადგილიდან მოახდენს ყველაფრის ორგანიზებას და ზომების გატარებას“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გუშინ, ფოთში, აღმაშენებლის ხიდიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა. თვითმხილველთა თქმით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე იდგა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

იხილეთ ვიდეო: ფოთში, მდინარე რიონში გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს