Brexit-ის საკითხზე ევროპარლამენტის კოორდინატორი – ჩვენ მხარს არ დავუჭერთ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების გადახედვას ან შერბილებას

ევროპარლამენტი მხარს არ დაუჭერს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების გადახედვას ან შერბილებას, - ამის შესახებ Brexit-ის საკითხზე ევროპარლამენტის კოორდინატორმა გი ვერხოფსტადტმა განაცხადა.

„ევროპარლამენტში არ არის უმრავლესობა, რომ დიდ ბრიტანეთთან კვლავ დავიწყოთ მოლაპარაკებები ან შევარბილოთ შეთანხმება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, მათ შორის ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით ე.წ. „ბექსტოპის“ მუხლი“, - განაცხადა გი ვერხოფსტადტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანელმა პარლამენტარებმა შესწორებები მიიღეს „ბრექსითის“ შესახებ კანონპროექტში, რომელიც მთავრობისგან მოითხოვს ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით ე.წ. „ბექსტოპის“ მექანიზმის გამორიცხვას.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმებაში ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ტერეზა მეის მთავრობა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი 2020 წლის ზაფხულამდე უნდა გადაწყდეს, ხოლო მანამდე კი ჩრდილოეთ ირლანდია ერთიანი ევროპულ საბაზრო სივრცეში უნდა დარჩეს, რაც ლონდონში აღიქმება, როგორც თავის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო