NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ პარტიები ძირითადად საკუთარ ან მათივე ლიდერების ინტერესებს წარმოადგენენ

NDI- ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ პოლიტიკური პარტიები ძირითადად საკუთარ ან მათივე ლიდერების ინტერესებს წარმოადგენენ.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 28% მიიჩნევს, რომ პარტია "ქართული ოცნება" საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს; 25% ფიქრობს, რომ აღნიშნული პარტია ხალხის ინტერესებს, ხოლო 25%-ის აზრით, ლიდერების/დამფინანსებლის ინტერესებს წარმოადგენს. ასევე, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს საკუთარ ინტერესებს, 36%-ის აზრით ლიდერების/დამფინანსებლის ინტერესებს, ხოლო 5% ფიქრობს, რომ ხალხის ინტერესებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია