სასტუმრო „არმაზის" მეპატრონეები, სადაც ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებას მოითხოვენ

ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" მეპატრონეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებას ითხოვენ. „ვითხოვთ დროულ მართლმსაჯულებას",- აცხადებენ სასტუმრო "არმაზის" მეპატრონეები. მათი თქმით, საქმეზე სასამართლოში განხილვა მეოთხე წელია მიმდინარეობს და მათთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილების გამოცხადება უვადოდ გადაიდება. ისინი საქმის დასრულებას და ხანძრის მიზეზების დადგენას მოითხოვენ.

"დღეს აქ მოვედით და ვაცხადებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დროულად მიიღოს და ყველამ ვიცოდეთ სიმართლე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმეზე გადაწყვეტილება უვადოდო უნდა გადაიდოს, რასაც არ დავუშვებთ. ჩემი შვილი ამ უსამართლობას შეეწირა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხანძრის დროს სასტუმროში დაიღუპნენ მოზარდები, რაც ძალიან მტკივნეული ფაქტია. ამიტომ მოვითხოვთ, რომ გადაწვეტილება მალე გახდეს ცნობილი და ყველამ გაიგოს სიმართლე",- განაცხადა სასტუმროს მეპატრონემ თალიკო ართმელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" 2015 წელის 10 მაისს ხანძრის შედეგად სასტუმროში მყოფი სამი ბავშვი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა