თორნიკე რიჟვაძე - ტყის მდგრადი მართვა მნიშვნელოვანია აჭარის და მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის

,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ტყის სისტემური და მდგრადი მართვა მნიშვნელოვანია აჭარისთვის, განსაკუთრებით კი მუნიციპალიტეტებისთვის. ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ, პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ჩვენ გვექნება წინ გადადგმული ნაბიჯი ტყის რესურსების უკეთ გამოყენების თვალსაზრისით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღესვე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს ორმხრივ თანამშრომლობას სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ფოკუსირებისთვის სატყეო დარგზე, როგორც სოფლის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტზე.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის ხელშემწყობი გარემოს შექმნას და ეკოლოგიური რისკების შემცირებას ტყის მართვის გაუმჯობესების, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების, ბუნებრივი კატასტროფების შემცირების, განათლების, ცნობიერების ამაღლების, ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისა და ამ საკითხებზე ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობის გზით.

ამასთან, შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სამთავრობო უწყების, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები ესწრებოდნენ.

პროექტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა