ხათუნა ლაგაზიძე - როგორ შეიძლება ხელისუფლებას აწყობდეს საკუთარი პანაშვიდის რეჟიმში გადასული საზოგადოება და ფიქრობდეს, რომ ეს მისი სიმშვიდის გარანტიაა?!

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დინამიკა იმგვარია, რომ ხელისუფლება იძულებულია მათზე მყისიერი რეაქცია ჰქონდეს, მაგრამ ვხედავთ რომ ხელისუფლების მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირება არა ერთ საკითხში აშკარად იგვიანებს.

ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ბევრი ხმამაღალი განცხადება კი გააკეთა, მაგრამ თუ რას აპირებს და როგორ ხელისუფლება ამ კონფერენციაზე კონკრეტული ახალი და ბევრი არც არაფერი თქმულა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება აუხსნას საზოგადოებას თუ რა გეგმები აქვს და რა რესურსები გააჩნია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და რა ვადებში აპირებს მათ მოგვარებას?

- სიმართლე გითხრათ, საზოგადოების ასეთი უჩვეულო დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ არ მახსენდება. მახსოვს როგორც ჰყავდა ყელში ამოსული შევარდნაძის ხელისუფლება საზოგადოების უმეტეს ნაწილს და როგორი მოწადინებული იყო მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის.

დღემდე არც ასეთი უიმედო და ხელჩაქნეული საზოგადოება მინახავს და არც ასეთ უჩვეულო დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, როცა ხალხი არსებულ ხელისუფლებას იტანს მხოლოდ წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშით

ისიც მახსოვს, როგორ ეშინოდა და როგორი მიუღებელი და პირდაპირი მნიშვნელობით, საფრთხის შემცველი გახდა „ნაციონალების“ ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და როგორი შემართებით იბრძოდა ეს საზოგადოება „ნაციონალებისთვის“ ხელისუფლების წასართმევად.

მაგრამ, დღემდე არც ასეთი უიმედო და ხელჩაქნეული საზოგადოება მინახავს და არც ასეთ უჩვეულო დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, როცა ხალხი არსებულ ხელისუფლებას იტანს მხოლოდ წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშით.

სწორედ ეს ქმნის საზოგადოებაში გამოუვალობის განცდას: არა მხოლოდ ის, რომ მოქმედი ხელისუფლების ეფექტურობის იმედი არ აქვს, არამედ ალტერნატივას, შემცვლელს ვერ ხედავს.

ნაკლებ ეფექტური თუ მოძალადე ხელისუფლება - საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დილემა ასე დგას, ამიტომაც არის ერის უმეტესი ნაწილი აპათიასა და უიმედობაში ჩაძირული

ნაკლებ ეფექტური თუ მოძალადე ხელისუფლება - საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დილემა ასე დგას, ამიტომაც არის ერის უმეტესი ნაწილი აპათიასა და უიმედობაში ჩაძირული.

უნდა გითხრათ, რომ არც ასეთი უმძიმესი საინფორმაციო ფონი მინახავს: ქართულ საინფორმაციო სივრცეში თითქოს მზე და მთვარე ერთად დაბნელდა და უკუნი ჩამოწვა, ნეგატივის და აგრესიის შეუჩერებელი ტალღა იღვრება ყოველდღე, შეუჩერებლად.

ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ეს ნეგატივი ერთ დღესაც მას არ ჩარეცხავს. ბუნების კანონების წინააღმდეგ სვლა, უბრალოდ შეუძლებელია: დაგროვილი ნეგატიური ენერგია ერთხელ იქნება იფეთქებს და შედეგების პროგნოზირება ურთულესი იქნება. ამიტომ, ხელისუფლების ვალია არა საკუთარი თავი, არამედ საზოგადოება დაიცვას ამ ნეგატივისგან.

როცა დასჭირდათ, ხელისუფლებამ ხომ ჩამოიყვანა ნეგატივის სპეციალისტი, ჰოდა ახლა კეთილი ინებონ და პოზიტიური, ნათელი, იმედზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებული პიარის სპეციალისტები მოიძიონ და ჩამოიყვანონ. ეს მათ არა, საზოგადოებას სჭირდება.

როცა დასჭირდათ, ხელისუფლებამ ხომ ჩამოიყვანა ნეგატივის სპეციალისტი, ჰოდა ახლა კეთილი ინებონ და პოზიტიური, ნათელი, იმედზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებული პიარის სპეციალისტები მოიძიონ და ჩამოიყვანონ. ეს მათ არა, საზოგადოებას სჭირდება

პროცესები ემსგავსება 2003 წლის წინა პერიოდს: დასავლეთის დიპლომატები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ მეტი და მეტი წითელი ხაზები ჩნდება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში: თუ ადრე ეს მხოლოდ „რუსთავი 2“-ის თემა იყო, ახლა ამას სასამართლოს საკითხი და ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობის და მდგრადობის შენარჩუნების პრობლემა დაემატა და რაც მთავარია, 2020 წლის არჩევნების თემა. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ თვალს არ დახუჭავენ იმაზე, რაც არ ან ნაკლებად შეიმჩნიეს 2018-ის არჩევნების დროს.

არ მტოვებს განცდა, რომ დასავლეთი „ოცნების“ ხელისუფლებას „ბეიკერის ფორმულის“ მსგავს რაღაცას ჩამოუტანს და ეს 2020-შივე პროპორციული არჩევნების ჩატარების თემა იქნება.

ერთგვარი ასოციაციები გააჩინა „რუსთავი 2“-ის ინიციატივით პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და დიპლომატთა კორპუსის შეკრებამაც, რომლის ძირითადი შედეგიც სწორედ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლისთვის მზადება იყო.

არ მტოვებს განცდა, რომ დასავლეთი „ოცნების“ ხელისუფლებას „ბეიკერის ფორმულის“ მსგავს რაღაცას ჩამოუტანს და ეს 2020-შივე პროპორციული არჩევნების ჩატარების თემა იქნება

2002-2003 წლებშიც ზუსტად ასე ვითარდებოდა მოვლენები: ქართული პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის და მედიის ერთობლივი მოთხოვნები ამერიკამ „ბეიკერის ფორმულად“ თარგმნა და შევარდნაძის ხელისუფლებას გამოუგზავნა, რითაც ფაქტობრივად არჩევნებამდე გადაწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი.

მართალია დღევანდელ და მაშინდელ რეალობებს შორის სულ მცირე ორი ფუნდამენტური განსხვავებაა: პირველი - საქართველოთი აქტიურად დაინტერესებული იყო 2000-იანების ამერიკა, ახლა კი ტრამპს, დიდად არ ანაღვლებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვნებათაღელვები.

მეორე - არსებული ხელისუფლების პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც 2003-ში ცვლილებების იმედით და ბრძოლის ჟინით აღავსებდა ხალხს და დღევანდელი - იმიჯ, რეიტინგ და ნდობა შელახულ-დამცრობილი ოპოზიცია, რომელიც თავისი არსით, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას ემსახურება და არა პირიქით. მაგრამ მიუხედავად ამ ფუნდამენტური განსხვავებისა, ამ ხელისუფლების ადგილზე მაინც ვერ ვიქნებოდი მშვიდად.

და რაც მთავარია: აუცილებელია სწრაფი და სახალხო რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც ხალხს აანთებს და ხვალინდელი იმედიანი დღის მოლოდინს ნაწილობრივ მაინც დაუბრუნებს საზოგადოებას. რა შეიძლება იყოს ასეთი?!

გაჭერით საინფორმაციო სივრცე, დაიწყეთ საინფორმაციო სივრცეში განწყობების პოზიტივით გაჯერება - ეს მგონი დღეს ნომერ პირველი ამოცანაა, რაც საზოგადოების მორალურ და ფსიქიკურ სიჯანსაღეს მოემსახურება

მაგალითად, ანტიკორუფციული მოძრაობის დაწყება ხელისუფლების მხრიდან; მაგალითად, „წარმატებული საქართველოს“ პროექტის განხორციელება, როცა ყოველ დილით თვალს რომ გაახელ, მორიგი ქართული წარმატების ისტორია „შეგეფეთება“ „ნასა“-ში, ოქსფორდში, კემბრიჯში თუ აქ, ადგილზე, საქართველოში, ჩხოროწყუში, თელავში თუ ხონში, პატარა გამარჯვებების ისტორიები, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ გამარჯვებას შეკრავს. ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია.

არ მესმის, როგორ შეიძლება ხელისუფლებას აწყობდეს საკუთარი პანაშვიდის რეჟიმში გადასული საზოგადოება და ფიქრობდეს, რომ ეს მისი სიმშვიდის გარანტიაა?! წარმოუდგენელია ასეთი რამ და კარგად არ სრულდება, როგორც წესი, არც ხალხისთვის და არც ხელისუფლებისთვის.

ამიტომ, გაჭერით საინფორმაციო სივრცე, დაიწყეთ საინფორმაციო სივრცეში განწობების პოზიტივით გაჯერება - ეს მგონი დღეს ნომერ პირველი ამოცანაა, რაც საზოგადოების მორალურ და ფსიქიკურ სიჯანსაღეს მოემსახურება.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრი მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკა ირაციონალურია. დამკვირვებელთა ნაწილი ხელისუფლების ირაციონალურობის მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა.

ვხედავთ, რომ ერთი მხრივ ჯერაც დაუდგენელი ხალხი კულუარული და ბინძური მეთოდებით ებრძვიან ბესელიას, ხოლო მეორე მხრივ იმ მოსამართლეებთან ერთად, ვინც საზოგადოებამ დაიწუნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, მათთან ერთად მსჯელობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კრიტიუმებზე.

თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს მმართველი გუნდი ნდობადაკარგულ მოსამართლეებთან დამშვიდობებას და რამდენად შეიძლება იყოს კავშირში მოსამართლეების თემასთან ბესელიას წინააღმდეგ დაწყებულ კულუარული შავი პიარი?

- აი, კიდევ ერთი რადიკალური შეცდომა ამ ხელისუფლების: როგორ უნდა მოეხერხებინა, რომ ამ მოსამართლეების მიერ დამკვიდრებულ უსამართლობასთან ბრძოლის დროშით მოსულ ხელისუფლებას, ამ მოსამართლეების დამცველის იმიჯი აეწებებინა?!

როგორ უნდა მოეხერხებინა, რომ ამ მოსამართლეების მიერ დამკვიდრებულ უსამართლობასთან ბრძოლის დროშით მოსულ ხელისუფლებას, ამ მოსამართლეების დამცველის იმიჯი აეწებებინა?!

ეს ხელისუფლება ვერც იმის ახსნას ახერხებს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც სასამართლო სისტემის სხვა შტოებისგან რეალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და ახლა ამ კანონმდებლობის კვლავ თავდაყირა დაყენებას და უკან - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის გზით წასვლას ვითხოვთ.

და რომ პრობლემა არა კანონმდებლობაში, რომლის დახვეწისთვისაც თაობები იბრძოდნენ, არამედ პიროვნებებშია და რომ ახლა აქვს შანსი ამ ხელისუფლებას, არა მხოლოდ მიღებული კანონმდებლობით იამაყოს, არამედ სასამართლო სისტემაში ღირსეული საკადრო ცვლისთვის შექმნას რეალური პირობები.

საზოგადოებრივი აზრი მას ამაში ხელს შეუწყობს. მაგრამ ესეც რომ მოხდეს, ეს ხელისუფლება ამასაც ისე უხერხემლოდ გააკეთებს, რომ არა მას, არამედ ოპოზიციას ჩაეწერება გამარჯვებად სასამართლო სისტემაში საკადრო რესურსის განახლება-გაჯანსაღება.

რაც შეეხება, პოლიტიკური ბრძოლის ყოვლად ამაზრზენ მეთოდს: პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის მცდელობას. ვინც ამ „ვადაგასული“ კომპრომატების გამოყენება გადაწყვიტა, რამდენიმე კურდღლის მოკლვა ერთად განიზრახა - „ოცნებაში“ დაშლის პროცესების გაღრმავება, “ოცნების“ დისკრედიტაცია - “ოცნებას“ ამით იმ ბოლო ტოტს აჭრიან, რაზეც ზის და რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხმა ის „ნაციონალებს“ კიდევ ერთხელ არჩია.

ვინც ამ „ვადაგასული“ კომპრომატების გამოყენება გადაწყვიტა, რამდენიმე კურდღლის მოკლვა ერთად განიზრახა - „ოცნებაში“ დაშლის პროცესების გაღრმავება, “ოცნების“ დისკრედიტაცია - “ოცნებას“ ამით იმ ბოლო ტოტს აჭრიან, რაზეც ზის და რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხმა ის „ნაციონალებს“ კიდევ ერთხელ არჩია

დღემდე „ოცნების“ უპირატესობა ადამიანებისთვის ის მორალური და ფიზიკური დაცულობის განცდა იყო, რომელიც „ოცნებას“ „ნაციონალებისგან“ გამოარჩევდა. მე ვიტყოდი, ეს ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი გამოწვევაა. თუ ხელისუფლებას მორალური ტერორისტის კლიშე მიეწება, ხალხის თვალში აქედან ფიზიკურ ტერორამდე ერთი ნაბიჯია, მაშინ რისგან და ვისგან თავდასაცავად გამოვიდა ხალხი ხმის მისაცემად სულ რაღაც ორი თვის წინ არჩევნებზე?!

ეს უპირატესობა თუ წაიშალა, მაშინ რა განასხვავებს მას „ნაციონალების“ წარსულისგან - ხალხმა თუ ასე დაიწყო მსჯელობა, მაშინ დამთავრდება „ოცნება“.

ვინ შეიძლება იდგეს ამ კადრების გავრცელების უკან?! ეს შეიძლება იყოს „ოცნების“ შიდა წინააღმდეგობის გამოძახილიც. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ „ოცნებას“ ან მის ცალკეულ ჯგუფებს თვითგანადგურების სენმა, ან უკურნებელმა სიბრიყვემ დარია ხელი.

შეიძლება იყოს მოსამართლეების შურისძიებაც არა იმდენად ბესელიაზე, რომელიც ამ ამაზრზენი ფორმის მის წინააღმდეგ გამოყენებით არა იმდენად დაზარალდა, რამდენადაც ახალი ფორა და დევნილის მანტია მიიღო.

არამედ „ოცნებაზე“, რადგან მარტო ბესელია კი არა, არამედ „ოცნების“ დეპუტაციის დიდი ნაწილი იქცა მათ წინაღობად და „ნაცმოძრაობა“, რომელმაც დაიწყო ამ ვიდეობის შექმნა და რატომ არ შეიძლება იყენებდეს ახლა მას „ოცნებისთვის“ მახვილის ჩასაცემად, როცა ყველა ისრები ლოგიკით ხელისუფლებისკენ წავიდა: აწყობს „ნაციონალებს“ „ოცნების“ დაშლა?! - აწყობს. აწყობთ „ოცნების“ მორალური დისკრედიტაცია?! - რა თქმა უნდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რომელიც ასეთ შემთხვევებში უშვებს დაუსჯელობას. ფაქტი ერთია, რომ ამ ჩანაწერის გამავრცელებლების ლოკალურ მიზანს გაცილებით მძიმე გრძელვადიანი შედეგები მოსდევს - არავინ და არაფერი დარჩეს ქვეყანაში გაუსვრელი, მოისპოს ავტორიტეტები და საფუძველი გამოეცალოს სტაბილურობას

თუმცა, დღეს ქვეყანაში ზოგადად ისეა დისკრედიტირებული პროცესებიც და პოლიტიკური ძალებიც, რომ არც ვინმესკენ კონკრეტულად ხელის გაშვერაა შესაძლებელი და არც ვინმეს უდანაშაულობაში დარწმუნება. ყველაზე მეტი ტრაგედია ვფიქრობ ისაა, რომ ქვეყანაში ძალიან ცოტა დარჩა ისეთი ძალა, რომლის სისუფთავზე თავის დადება არ გეთაკილება.

ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რომელიც ასეთ შემთხვევებში უშვებს დაუსჯელობას. ფაქტი ერთია, რომ ამ ჩანაწერის გამავრცელებლების ლოკალურ მიზანს გაცილებით მძიმე გრძელვადიანი შედეგები მოსდევს - არავინ და არაფერი დარჩეს ქვეყანაში გაუსვრელი, მოისპოს ავტორიტეტები და საფუძველი გამოეცალოს სტაბილურობას.

ამიტომ, ამ ამაზრზენი ხერხებით ბრძოლას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას: უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

- ვხედავთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ემიგრანტებთან მუშაობის თვალსაზრისით გააქტიურდა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აქტიურად საუბრობენ არა მოვლენათა რევოლუციურ განვითარებაზე, არამედ შემდეგ არჩევნებში გამარჯვებაზე და მათი მხარდამჭერების ამისთვის მომზადებაზე.

აშკარად ჩანს, რომ სავარაუდოდ, ამის საპასუხოდ ხელისუფლებას პირდაპირი დიალოგი აქვს დაწყებული რეგიონის მოსახლეობასთან და მათი მონაწილეობით სურს დაგეგმილი რეგიონალური პროექტების არა მარტო განხორციელება, არამედ რეგიონებში მცხოვრებთა ამ პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

მაგრამ, კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წევრი მაგდა პოპიაშვილი ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამს - „თუ დეცენტრალიზაციის პროცესს ვიწყებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ცენტრალიზებული ფორმა უნდა გადაიხედოს.“ ეს თემები ქალბატონმა მაგდამ კარგად იცის და დარწმუნებული ვარ სწორსაც ბრძანებს.

თუ ხელისუფლება ცდილობს რეგიონებში მცხოვრები ელექტორატის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებას, თქვენი აზრით, რატომ არ მოქმედებს თანმიმდევრულად და არ შეაქვს კორექტივები სოფლის მხარდაჭერის ცენტრალიზებულ ფორმაში?

- დეცენტრალიზაციის რეალური პროცესი თუ დაიწყო, ეს ამ ხელისუფლების მართლაც დიდი დამსახურება იქნება და ამაში უდავოდ თავის წვლილი ექნება შეტანილი კოალიციას „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ და მასში შემავალი ორგანიზაციების მრავალწლიან საქმიანობას და დაუღალავ შრომას რეალური დეცენტრალიზაციის მისაღწევად.

რამდენადაც ვიცი, ხელისუფლება ამ მიმართულებით და უპირატესად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

ვეთანხმები იმასაც, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს თითოეული სოფლის თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით.

წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება გამონაკლისი და საჩვენებელი კი არ უნდა იყოს, არამედ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მასობრივი ანტიკორუფციული მოძრაობა, რადგან უარესი ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში

მაგრამ გეტყვით რა იქნება ამაზე უარის თქმის სახელისუფლებო არგუმენტი - რეგიონებში აბიბინებულია კორუფცია და ამის მაგალითად შეიძლება მოგიყვანონ დეცენტრალიზებული ტენდერები, რამაც ადგილობრივ მოხელეებს კორუფციის მადა გაუხსნა და ლამის შევარდნაძის ეპოქის მასშტაბებს უბრუნდება ადგილებზე კორუფციის დონე.

მაგრამ ამის მიზეზად მე ტენდერების დეცენტრალიზება კი არ მიმაჩნია, არამედ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც მყარად არის გამჯდარი განსაკუთრებით ადგილობრივ მოხელეებში.

წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება გამონაკლისი და საჩვენებელი კი არ უნდა იყოს, არამედ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მასობრივი ანტიკორუფციული მოძრაობა, რადგან უარესი ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში.

აქ ერთ მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-17 წლების საქმიანობას მოვიყვან, როცა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, 10 მილიონის ღირებულების ზღვისპირა მიწები 300 ათას ლარად გაყიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სუს-ის შესაბამის სამსახურში უკვე მიმდინარეობს აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ერთ-ერთ ფაქტზე გამოძიება: ვინმე დაიჯერებს, რომ ზღვიდან 300-500 მეტრში არსებული მიწის კვადრატული მეტრის ფასი 30 და 50 თეთრია?! საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დარჩიამ და გამგებელმა - მერაბ ჭანუყვაძემ „დაიჯერეს“ და საკუთარ სიძეზე და მეზობელ-მეგობრებზე დაყიდეს ეს მიწები.

სხვა რა უმოკლესი გზა აქვს დარჩენილი ხელისუფლებას, რომ ხალხის სიმპათია დაიბრუნოს?! ეს ხელისუფლება ხომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალურად არა ხალხის მისადმი სიმპათიაზე, არამედ - სხვისადმი სიძულვილზე და მიუღებლობაზე დგას და იმედია, ხელისუფლებაში ვიღაც მაინც სვამს კითხვას: სადამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?!

ასეთი არაერთი მაგალითია მთელი საქართველოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხის ხელში თუ ჩააგდებენ სოფლის განვითარების პროგრამის თანხებს, ამ თანხების დიდი ნაწილი ამ ხალხის ჯიბეში დაილექება, მაგრამ გამოსავალი არა ტენდერების ან სოფლის განვითარების მსგავსი პროგრამების ცენტრალიზებულ მართვა-განაწილებაში, არამედ საჯარო მოხელეებში დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრაშია: როცა საჯაროდ და მასობრივად დაისჯებიან „პატრონიანი“ კორუმპირებულები, ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება.

სხვა რა უმოკლესი გზა აქვს დარჩენილი ხელისუფლებას, რომ ხალხის სიმპათია დაიბრუნოს?! ეს ხელისუფლება ხომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალურად არა ხალხის მისადმი სიმპათიაზე, არამედ - სხვისადმი სიძულვილზე და მიუღებლობაზე დგას და იმედია, ხელისუფლებაში ვიღაც მაინც სვამს კითხვას: სადამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?!

რაღაც ხომ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ საზოგადოებაში მის მიმართ დაკარგული ინტერესი, იმედი და ნდობა, ცოტათი მაინც გამოაცოცხლოს. სწორედ მასობრივი ანტიკორუფციული შტურმი და საკუთარი რიგების წმენდაა ის საკითხი, რომელიც შედარებით მოკლე ვადებში შეაძლებინებს ხელისუფლებას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ თავის ირგვლივ დარაზმოს და ცვლილებების ჩაკარგული იმედი გაუღვიძოს.

- ძნელია მოიძებნოს ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს მეტი საერთო ინტერესები ჰქონდეს, ვიდრე უკრაინაა. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ ქართული რეაქციის გარეშე ჩაიარა. კვალიფიციურ დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ ხელისუფლება არ უნდა დალოდებოდა საპატრიარქოს რეაქციას, მაგრამ ასე არ მოხდა.

თბილისში ახლა კონსტანტინოპოლის წარმომადგენლები იმყოფებიან, მაგრამ ჯერაც უცნობია საბოლოოდ თუ რა პოზიცია ექნება ამ საკითხში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ბატონი გია ნოდია ამ საკითხში ქართული მხარის პოზიციას, კრემლისადმი ფარული ლოიალური დამოკიდებულებით ხსნის. თქვენც ხომ არ თვლით, რომ ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს სიფრთხილე სხვა არაფერია თუ არა კრემლისადმი ფარული ლოიალობის გამოვლინება?

- ფაქტია, რომ ხელისუფლება უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს განიხილავს რუსეთის გამოწვევად და ამიტომ არიდებს მას თავს.

საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე შეიძლება ახსნადიც იყოს. მაგრამ, სულ მინიმუმ იმას ვიმსახურებთ, რომ მათი რეალური არგუმენტები მოვისმინოთ

იმ პირობებში, როცა ევროკავშირის ქვეყნებს თავად ვერ გაუგიათ რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ რუსეთთან მიმართებაში და სანქციების მიუხედავად უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტებს აგრძელებენ რუსეთთან, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების, რბილად რომ ვთქვათ, ეგზოტიკური პრეზიდენტი, ერთმანეთზე მიყოლებით თმობს მისი წინამორბედების მიერ ათწლეულობით მოპოვებულ პოზიციებს და საქართველოსთვის, რეალურად არავის სცალია, საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე შეიძლება ახსნადიც იყოს. მაგრამ, სულ მინიმუმ იმას ვიმსახურებთ, რომ მათი რეალური არგუმენტები მოვისმინოთ. უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების საკითხი, ჩვენთვის სხვა მხრივაც არის ძალზედ საყურადღებო, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ფიქრით დიდად თავს არ ვიწუხებთ. უკრაინის ეკლესიამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერავინ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში, ვერც ერთ მინდორზე - ვერც ეკონომიკურ, ვერც სამხედრო, ვერც პოლიტიკურზე- დაამარცხა რუსეთი.

უკრაინის ეკლესიამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერავინ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში, ვერც ერთ მინდორზე - ვერც ეკონომიკურ, ვერც სამხედრო, ვერც პოლიტიკურზე- დაამარცხა რუსეთი...ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც გათვალისწინების საგანი

მან მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა უკრაინის არმიამ - გათავისუფლდა აურაცხელი რუსული აგენტურისგან და მიაღწია საწადელს. როგორ მოახერხა მან ეს - ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც გათვალისწინების საგანი. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა საერთაშორისო კონსოლიდირებული ძალისხმევის გარეშე. მაგრამ, ამ გამარჯვების მთავარი გაკვეთილი, პირადად ჩემთვის, არის შემდეგი: რუსეთთან გამკლავება სურვილის და მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი და რეალისტურია, და თუ მას მასზე ძლიერი ქვეყნებიც ვერ ამარცხებენ სხვადასხვა „ფრონტებზე“, არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ - არ სურთ! აქედან გამომდინარე შორს მიმავალ დასკვნებზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, რადგან გაცილებით ვრცელი საუბრის თემაა, თუმცა ძალიან ბევრ რამეს ხსნის ბოლო წლების მსოფლიო პოლიტიკაშიც და საქართველოსთან მიმართებაშიც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა