ბათუმის ავტოსადგურში, სადაც გარემოვაჭრეები არიან შეკრებილი, ხმაურია

ბათუმის ავტოსადგურში, სადაც გარემოვაჭრეები არიან შეკრებილი, ხმაურია. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ბათუმის მერიამ პირობა დაარღვია და მათ ჯიხურების განთავსებისთვის თანხა მოსთხოვა, რასაც ისინი აპროტესტებენ. მათივე თქმით, აქციის დროს ავტოსადგურში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„გუშინ შევთანხმდით, რომ ეზოში ჯიხურები განთავსდებოდა, თუმცა მოგვატყუეს და გვითხრეს, რომ ჯიხურები თქვენი სახსრებით დადგით ან ავტოსადგურის მეორე სართულზე გააგრძელებთ ვაჭრობსო. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. ასე არ ვიყავით შეთანხმებული. ვითხოვთ, რომ ავტოსადგურის ეზოში მოგვეცეს ვაჭრობის უფლება და ჯიხურები დაგვიდგან",- აცხადებს გარემოვაჭრე ინდირა ბერიძე.

"ჩვენ გუშინ დაგვპირდნენ, რომ გაგვიკეთებდნენ ჯიხურებს. ორი თვის მერე გადასახადს დაგვიწესებდნენ და ამას ეტაპობრივად გადავიხდიდით, თუმცა დღეს პირობა შეცვალს და მოგვთხოვეს წინასწარ თითოეულმა მოვაჭრემ 100 დოლარი ჯიხურისთვის გადავიხადოთ. ჩვენ არ დავთანხმდით და ამას მოყვა ხმაური. ჩხუბის დროს რამდენიმე მაგიდა დაზიანდა და ერთი პირი დააკავეს",- განაცხადა გარემოვაჭრემ დარეჯან ბერიძემ.

ავტოსადგურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებმა წინასწარ გარკვეულო თანხა უნდა გადაიხადონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა