ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების  ფონზე მიმდინარეობდა

ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია უმოქმედობაში დაადანაშაულა. მათი თქმით, იგი არ ინტერესდება ქალაქში დაწყებული და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებით.

მათივე განცხადებით, კაკულია პირადი ბიზნეს- პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.

„ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე არ ინტერესდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტით, რომელიც გაჩერებულია. ასე იყო მისი მერობის პერიოდშიც. სამაგიეროდ ინტერესდება პირადი ბიზნეს-პროექტებით. კინო-თეატრის გვერდით შენდება სამედიცინო დაწესებულება. იმ ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტის მშენებლობა ჩემი აზრით დაუშვებელია. არაა აუცილებელი იყო არქიტექტორი მიხვდე, რომ იქ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რასაც კაკულია აკეთებს, არ შეიძლება, არაა გამართლებული, რადგან ისტორიული ადგილია და ქალაქის იერ-სახეს დაამახინჯებს. მაგრამ ეს მისი ოჯახის ბიზნეს-ინტერესია. არ იცის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რა ხდება, არ იცის რა ხდება კინო-თეატრის შენობასთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაც წლებია გაჩერებულია და კონსერვაციის ვადაც ამოწურული აქვს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ კლინიკის მშენებლობა დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მას მისი ოჯახის წევრები აშენებენ და ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

„ოპოზიცია თავის საქმეს აკეთებს. გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაც დაინტერესებაა ალბათ ამის უკან, რადგან პირადად ჩემზე ისაუბრეს დღეს. სხდომაზე სულ სხვა საკითხებზე იყო პოლემიკა. ბოლო პერიოდში ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ გაჩერებულია და კარგად არ მიმდინარეობს კანალიზაციის პროექტი, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ვფიქრობ, სწორედ ეს იწვევს ალბათ ოპოზიციის გაღიზიანებას. რაც შეეხება მშენებარე კლინიკას, მე პირადად არანაირი კავშირი არა მაქვს ამასთან, ჩემი ოჯახის წევრი აშენებს და ბანკის კრედიტები შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ გაკეთდა, რა შემოსავლები აქვს. სანამ ფოთის მერი გავხდებოდი, ბიზნეს საქმიანობით ვიყავი დაკავებული. სულ საკრებულოს თავმჯდომარეც ხომ არ ვიქნები? ამიტომ, რაც კანონს ექვემდებარება, იმ ქმედებას ვერავინ დამიშლის“, - აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა