ბათუმში სხვადასხვა საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები და განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, რომ 2019 წელს საატესტატო გამოცდები გაუქმდეს. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ განათლების სამინისტრო მათ მიმართ დისკრიმინაციულად მოიქცა.
„იმ გადაწყვეტილებას ვაპროტესტებთ, რომელიც განათლების სამინისტრომ გამოცდებთან დაკავშირებით მიიღო, სადაც 2019 წლის კურსდამთავრებულები არ გაგვითვალისწინა. ჩვენ რეპეტიტორებთან თანხას ვხარჯავთ. მსვლელობას არ შევწყვეტთ და მოუწოდებთ მოქალაქეებს რომ შემოგვიერთდნენ. ჩვენს პოზიციას მშობლებიც იზიარებენ",- განაცხადა მეორე სკოლის მოსწავლემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართული პრეზენტაციის თანახმად, 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ცვლილებები ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. კერძოდ, 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, ის არჩევით გამოცდად დაამატონ.