აჭარა ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "Adventure 2019” გაუწია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას წელს 150,000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათგან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. აჭარის სტენდი გამოფენაზე საქართველოს ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ მოინახულა.

აპრილიდან აჭარაში ლიეტუვადან პრეს და ინფოტურები იგეგმება, რომლის ფარგლებშიც რეგიონს ჟურნალისტები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ლიეტუვაში 2016 წლიდან ეწევა. 33%-თაა გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში ლიეტუვადან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა