ბათუმში, სამორინე „ინტურისტის" ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების მოთხოვნით აქციას მართავენ

ბათუმში, კომპანია „მეტრო სითის" ოფისთან ხმაურია. სამორინე „ინტურისტის" ყოფილი თანამშრომლები ადმინისტრაციას სახელფასო დავალიანების დაფარვას სთხოვენ. მოქალაქეები ამ წუთებში აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ სამორინე ახალი წლის შემდეგ დაიხურა, 200-მდე თანამშრომელი ხელფასისა და სამსახურის გარეშე დარჩა.

შეკრებილების ინფორმაციით, სამორინეს დამფუძნებელმა თურქეთის მოქალაქეებმა საქართველო უკვე დატოვეს და ყოფილ თანამშრომლებს აღარ ეკონტაქტებიან.

შეკრებილების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

„თვენახევრის ხელფასი გვაქვს ასაღები, ერთი თვეა ვითხოვთ დავალიანების დაფარვას, თუმცა უშედეგოდ. სამორინეს მეპატრონე გაიქცა. შენობა ეკუთვნის კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯიას", ჩვენი ინფორმაციით, სამორინეში დარჩენილი თანხა კომპანიას დარჩა, ამიტომ მოვედით მათ ოფისთან და მათგან ვითხოვთ პასუხს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, მალვინა ბერიძემ.

როგორც კომპანია "მეტრო სითის" პრესსამსახურში განმატავენ, სამორინე "ინტურისტები" სახელფასო დავალიანებას დაფარავს, თუმცა როდის არ აკონკრეტებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო