თბილისის მერია ადასტურებს, რომ „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის თანამდებობიდან გადადგა

თბილისის მერია ადასტურებს, რომ „ყაზტრანსაგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს.

მერიის განმარტებით, კობახიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მამუკა კობახიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს ალეკო ელისაშვილმა გაავრცელა.

ელისაშვილის ინფორმაციით, მამუკა კობახიძის გათავისუფლება მერიის სატრანსპორტო კომპანიიდან არც მერიის და არც სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე არ დასტურდება, თუმცა მის ადგილზე უკვე დაინიშნა გიორგი შარკოვი.

„მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც აგერ უკვე ორი დღეა ასაიდუმლოებენ. არც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, არც მერიის სატრანსპორტო კომპანიიაში ამ ამბავს ვერ ამოიკითხავთ. ვიცით, რომ მამუკა კობახიძე მოხსნეს მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორობის პოსტიდან და იქ დანიშნეს კახა კალაძის ერთგული კადრი, ვინმე გიორგი შარკოვი. როგორც ჩანს, კალაძე ხვდება, რომ ეს კაცი ჩამოსაცილებელი იყო ამ თანამდებობიდან“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, კალაძე ვერ მიხვდა მთავარ პრობლემას, რომ მამუკა კობახიძე პირველ რიგში „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორობის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

„მამუკა კობახიძე „ყაზტრანსგაზ - თბილისიდან“ იყო პირველ რიგში მოსახსნელი, ვინაიდან მისი უუნარობის და ცუდი მენეჯმენტის გამო ხალხი დაიღუპა და ამიტომ არის ის გასათავისუფლებელი. კახა კალაძეს უნდა ეყოს გამბედაობა და მიიღოს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ეს ბოროტმოქმედი და მავნებელი ადამიანი თანამდებობიდან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობის მიერ გუშინ გამართულ აქციაზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორი პარალელურად ორ თანამდებობაზე მუშაობდა, მათგან ერთ-ერთი კი მერიის სატრანსპორტო სამსახური იყო.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერია სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა