გორის მერია 2019 წელს კარალეთის ჩასახლებაში 5 მილიონამდე ლარს დახარჯავს

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები პირადად გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ საყოფაცხოვრებო პირობები.

„4 839 930 ლარი ორ მასშტაბურ პროექტზე გადანაწილდება. აქედან 3 889 930 ლარი შიდა გზების კაპიტარულ რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო 950 000 ლარით რეაბილიტირდება საკანალიზაციო ქსელი და მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის ფარგლებში, ჯამში 6 990 მეტრი სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ახალი რკინაბეტონის კიუვეტები, რომლებიც წყლის შეგროვებასა და არსებული გრუნტის არხში გადატანას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 23 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 8 - დან 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება კანალიზაციის რეაბილიტაციასა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით განხორციელდება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს