გორის მერმა ხურვალეთში ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად ხურვალეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ისინი იმ ადამიანებს გაესაუბრნენ, რომელთა კუთვნილ ტერიტორიებზეც რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა უშუალოდ გაავლეს ახალი მავთულხლართები.

„პროცესი ცალსახად უკანონოა. როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობებსების მიზნით, ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს,“ - განაცხადა თავზარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს