აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის განხორციელების ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-3 სხდომაზე მიიღეს. დადგენილების პროექტი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიურომ ასევე იმსჯელა და განხილვის ვადა გაუგრძელა ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ” დადგენილების პროექტს.

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის განხილვისთვის წამყვან -საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ვადა - 31 მარტამდე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს კი - 20 მარტამდე განესაზღვრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს