ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სამორინე „ინტურისტის“ ყოფილმა თანამშრომლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამორინეს კომპანია „მეტრო სითის“ დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია განკარგავს, რომელმაც თანამშრომლებს ხელფასი არ გადაუხადა და კაზინო მოულოდენელად დაიხურა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 200-მდე თანამშრომელს რამდენიმე თვის ხელფასი აქვს ასაღები. თუმცა, კომპანიის ადმინისტრაციამ საქართველო განმარტებების გარეშე დატოვა. ამ დროისთვის ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები ცდილობენ გზის გახსნას, რასაც მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კომპანია „მეტრო სითიში“ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ სამორინეს მათ დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია განკარგავს და სამორინეს ყოფილ თანამშრომლებს ხელფასები აუნაზღაურდებათ, თუმცა როდის, კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ. მოქალაქეთა ნაწილი „მეტრო სითის“ დაქვემდებარებაში მყოფი სასტუმრო „ეუფორიას“ შესასვლელის პარალიზებას აპირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა