რევაზ ხარაზი - აჭარაში კრიმინალი მძვინვარებს, გუშინ მთავრობის სახლთან სროლა იყო

აჭარაში კრიმინალი მძვინვარებს, გუშინ მთავრობის სახლთან სროლა იყო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა რევაზ ხარაზმა აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რევაზ ხარაზმა ასევე ისაუბრა ნეპოტიზმსა და კორუფციაზე აჭარაში.

„მინდა, ყურადღება გავამახვილო აჭარაში სამ უმთავრეს ფაქტზე, რაც NDI-ის კვლევითაც დასტურდება, ესაა - კორუფცია, კრიმინალი და ნეპოტიზმი. ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქე მივიდა და გაისროლა, ეს ხდება მთავრობის სახლთან, ხელისუფლება კრიმინალს ვერ ებრძვის. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, თანამდებობის დანიშვნის დღიდან დღემდე ის მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს მეჯვარეებს, მეგობრებს და ნათესავებს. მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე, რადგან ბიუჯეტიდან კონკრეტულად ამ პირებზე მილიონობით ლარი იხარჯება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ნეპოტიზმს, კორუციას და კრიმინალს“, - განაცხადა რევაზ ხარაზმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა