მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორების საქმიანობა არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს და წესებს

გათავისუფლებული დირექტორების საქმიანობა არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს და წესებს, - ამის შესახებ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა ბადრი გიორგიძემ საქალაქო სასამართლოში 12 საბავშვო ბაღის გათავისუფლებული დირექტორის პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბადრი გიორგიძე დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა.

"ბაღების დირექტორების მხრიდან ადგილი ჰქონდა ათეულობით ათასი ლარის ხარჯვას ცალკეული ბაღის მიერ, ასევე ადგილი ჰქონდა კვებისათვის ზედმეტად თანხების მოთხოვნას. შესაბამისად, მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა გამოავლინა ეს ყველაფერი. სხვა ბაღები აბსოლუტურად სწორად აკეთებდნენ აღნიშნულ ღონისძიებებს.

გათავისუფლებული დირექტორების საქმიანობა არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს და წესებს და არამიზნობრივად ხდებოდა თანხების როგორც გამოყენება, ასევე ჩამოწერა. ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი," - განაცხადა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა ბადრი გიორგიძემ.

გათავისუფლებული დირექტორების ადვოკატი კი აცხადებს, რომ მოპასუხე მხარის პოზიცია დაუსაბუთებელია, შესაბამისად, დირექტორები უსაფუძვლოდ არიან გათავისუფლებული.

"ჩვენ გვაქვს წერილობითი მტკიცებულებები, რომ დირექტორები სააგენტოს ყველა დეტალს უთანხმებდნენ ანუ პოლიტიკა თუ არასწორი იყო, ეს მოდიოდა სააგენტოდან", - განაცხადა ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.

საქალაქო სასამართლოში ბაგა-ბაღებიდან 12 გათავისუფლებული დირექტორის სასამართლო პროცესი 26 თებერვალს 15:00 საათზე გაგრძელდება. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელე მხარეს დირექტორები, ხოლო მოპასუხე მხარეს ბაღების სააგენტო წარმოადგენს.

საბავშვო ბაღის 12 დირექტორი შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 2016 წლის მარტში გაათავისუფლეს. ამის შემდეგ დირექტორებმა კოლექტიური სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ისინი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა