ფოთის საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში შეხვედრას დაესწრნენ

ფოთის საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში შეხვედრას დაესწრნენ.

კომპანიის ცნობით, შეხვედრაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს განათლებისა და გენდერულ-სოციალური მიმართულების ხელმძღვანელებმა მონაწილეებთან ერთად პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა ჩართულობის ზრდისთვის საჭირო მიდგომები და მიმართულებები განიხილეს.

ნავსადგურის ინფორმაციით, ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ჩართულია ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEP) დანერგვის ინიციატივაში და გეგმავს ქალთა ტრადიციულ თანამდებობებზე წახალისების მიზნით შესაძლო დასაქმების/სტაჟირების პროგრამის ჩამოყალიბებას. მათივე განცხადებით, პროგრამა გრძელვადიან პერიოდში მრავალფეროვან სამუშაო გარემოს შექმნის და ეკონომიკის გაძლიერებას დაეხმარება.

“ვიზიტის ფარგლებში ფოთის პორტის წარმომადგენლებმა ბათუმის საზღვაო აკადემიის ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს. სამომავლოდ აკადემიასთან თანამშრომლობა მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმებით გამყარდება, რომელსაც ხელი გაზაფხულზე მოეწერება. აღნიშნულ თემაზე შეხვედრა ფოთის პორტშიც გაიმართა. შეხვედრაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სპიკერებმა და პროფესიული სწავლების წარმომადგენლებმა ნავსადგურის ტექნიკურო, საოპერაციო და ადამიანური რესურსების თანამშრომლებს თავიანთი საქმიანობისა და კურსების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს,“- აცხადებენ კომპანიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა