ალეკო ელისაშვილი - კახა კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ მისია

კახა კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ მისია, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა.

რამდენიმე წუთის წინ ელისაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს შორის კამათი იყო. ელისაშვილმა 7 ადამიანის გარდაცვალებაში „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ და თავად კალაძე დაადანაშაულა, რამაც თბილისის მერის გაღიზიანება გამოიწვია.

„უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ არის მაგისი. ახლა ვეუბნებოდი, რომ გააკეთოს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რანაირად არის. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო. კალაძის პირადი პასუხისმგებლობაა, მან გადაუფორმა და თვითონაც გადაიფორმა ბეჟუაშვილისთვის და მაქაცარიასთვის ეს კომპანია. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი. „ყაზტრანსგაზი“ კი, რომელიც კალაძის, ბეჟუაშვილის და მაქაცარიას კომპანიაა, არის მკვლელი კომპანია,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს