კახა კალაძე - ალეკო ელისაშვილს პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ

პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ ალეკო ელისაშვილს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქეთევან წამებულის გამზირზე განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ მასსა და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს შორის შეკამათება მოხდა.

„პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ ალეკო ელისაშვილს, ეს მე ვაჩვენე 2017 წელს საზოგადოებას და იგივე დამოკიდებულება მექნება. პოპულიზმის დრო საქართველოში არაა, უნდა ვაკეთოთ საქმე“, - განაცხადა კალაძემ.

ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იხილეთ ვიდეო

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს