„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი - ბინაში, ბუნებრივ გაზზე მომუშავე სამი დანადგარი იყო, ჩაიჭრა მხოლოდ ის დანადგარი, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოა

ამ ბინაში ბუნებრივ გაზზე მომუშავე სამი დანადგარი იყო - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ჭრის მხოლოდ იმ დანადგარს, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამოა, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა ქეთევან წამებულის გამზირზე განაცხადა, სადაც სავარაუდოდ მხუთავი აირით 7 ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ბინაში გაზის ერთ-ერთი დანადგარი 2017 და 2018 წლებში ჩაჭრა.

„აღნიშნულ ბინაში, ბუნებრივ გაზზე მომუშავე სამი დანადგარი იყო: გაზქურა, გამათბობელი და წყალგამაცხელებელი. მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, კომპანია ჭრის მხოლოდ და მხოლოდ იმ დანადგარს, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტებთან არის შეუსაბამო. ამ შემთხვევაში, როგორც 2017 წელს, ისე 2018 წელს, ჩაიჭრა კონკრეტული დანადგარი, დაილუქა და გაზმომარაგება შეუწყდა“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია