დავით ბაქრაძე - მოსახლეობის უსაფრთხოებას სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 7 ადამიანის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

მისი თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებას სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

„თბილისში მორიგი ტრაგედია დატრიალდა, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ნათესავებს.

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა და მას ბევრად მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ ტრაგედიის ფონზე, არასწორად მიმაჩნია ხელის გაშვერა და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მაგრამ სავალალო ფაქტია, რომ მსგავსმა ტრაგედიებმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო და ხელისუფლებამ ყველა დონეზე - მთავრობამ, მერიამ - უნდა მიიღოს ყველა ზომა და გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დაიცავს ადამიანების სიცოცხლეს და მსგავს ტრაგედიებს აგვარიდებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს