გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 81 სოფლის კრება ჩატარდა

2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტები უკვე შეირჩა გორის მუნიციპალიტეტის 81 სოფელში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ადგილობრივებმა საერთო კრებებზე გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღეს, ხოლო დარჩენილი სოფლების მოსახლეობა მიმდინარე წელს განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს 6 თებერვლამდე შეარჩევს.

„სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ობიექტების შენობების რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემის მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაიგეგმა.

საერთო კრებები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით იმართება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონამდე ლარია, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება“, - ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო