მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ახლობლები ითხოვენ, რომ  სამძებრო სამუშაოები არ შეწყდეს

ფოთის მერიაში მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის კლასელები და მეგობრები მივიდნენ. მათი განცხადებით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიჭის სამძებრო სამუშაოები შეწყდება. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ სამძებრო ღონისძიებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ, ანუ ხვალ 17:00 საათზე მაშველები და მყვინთავები შეწყვეტენ სამუშაოებს, რასაც ვეწინააღმდეგებით და ვაპროტესტებთ“, - აცხადებს რიონში ჩავარდნილი მოზარდის მეგობარი გვანცა გაბუნია.

შეკრებილებს მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა. მისი თქმით, მოზარდის სამძებრო ღონისძიებები გაგრძელდება, ვიდრე არ იპოვნიან. „ძალიან დიდი უბედურება მოხდა ჩვენს ქალაქში და ყველანი სამწუხარო მოლოდინში ვართ. სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ახალგაზრდებში, თითქოს ვინმე აპირებდა სამძებრო სამუშაოების შეწყვეტას, რაც ნამდვილად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შედეგად, რომ არავინ აპირებს სამძებრო ღონისძიების შეწყვეტას, პირიქით, დამატებითი ძალებია გამოძახებული დედაქალაქიდან, მყვინთავების დამატებითი შემადგენლობა, რომ უმოკლეს ვადაში იპოვონ მოზარდი“, - აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, რომ მოზარდის სამძებრო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მესამე დღეა ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილ 16 წლის მოზარდს ეძებენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე ავიდა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა