გორში წმინდაწყლის დასახლების სივრცითი მოწყობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წმინდაწყლის დასახლების სივრცითი მოწყობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ "დაძმობილების" მიხედვით, გენერალური გეგმის სწორად შემუშავებისა და მისი ეფექტურად განხორციელებისთვის მოსახლეობისა და მესამე სექტორის ჩართულობა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.

საჯარო განხილვისას პოლონელმა ექსპერტებმა, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა და დაინტერესებულმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს წმინდაწყლის დასახლებაში პრიორიტეტულ პროექტებსა და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, ექსპერტებმა სივრცითი მოწყობის სწორ დაგეგმარებასთან ერთად, დამსწრეებს ინფრასტრუქტურული მიმართულებით ევროკავშირის და პოლონეთის გამოცდილებაც გაუზიარეს.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ საქართველოს მასშტაბით გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, პროექტის მიზანია დაგეგმარების, პროექტის შერჩევის და მომზადების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოებისთვის.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ