ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანიდან ოთხი პირის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს

ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანიდან ოთხის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარკვეული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება ბიუროში დანარჩენი სამი პირის ცხედრის გადასვენებაც.

მანამდე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილზე იმყოფებოდნენ, თბილისის მერი, მისი მოადგილე და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც შექმნილ ვითარებას გაეცნენ.

უბედური შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს