ბათუმში მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა

ბათუმში მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმში მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გახსნა.

მათივე ინფორმაციით, სერვისცენტრების მიზანია ერთი ფანჯრის პრინციპის ამოქმედება, რაც ბიუროკრატიულ ბარიერებს შემცირების და მოსახლეობისთვის, ერთ სივრცეში, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას იძლევა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური სერვისცენტრების მნიშვნელობაზე და მომსახურების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

„მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობას და კომუნიკაციას, განსაკუთრებით ადმინისტრაციული ერთეულების მხრიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება და წლის ბოლომდე ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში გაიხსნება“ , - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თანამედროვე სტანდარტის ახალ შენობაში ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრი განთავსდება, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა