ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ქალაქის განვითარება სურს.

"დღეს ყველა ინფორმაცია, რომელიც იწერება ზუგდიდზე, ეხება გაზის, გზის, წყლის, საფეხბურთო მოედნის და კანალიზაციის პრობლემას. 21-ე საუკუნეში ასეთ საკითხებზე არ უნდა საუბრობდნენ ზუგდიდში. ზუგდიდი ოდითგანვე გამორჩეული ქალაქი იყო და ახლა ხალხს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ქალაქში არაფერი შეუძლიათ. ზუგდიდში ახლა უნდა საუბრობდნენ კინოზე, მწერლებზე და ისეთ საკითხებზე, რაც ჩამოგითვალეთ. მე მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ პარტიასთან, რომლის ამოსავალი წერტილიც იქნება ზუგდიდი. ზუგდიდს არ სჭირდება პოლიტიკოსი მერი, ის უნდა იყოს კარგი მენეჯერი", - აღნიშნა სიჭინავამ.

იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ პარტიებთან საერთო ენა ვერ გამონახა, სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

ზვიად სიჭინავამ 2017 წლის ოქტომბერშიც მიიღო ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მაშინ ამომრჩეველთა 14, 5 %-მა დაუჭირა მხარი.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს