ეკა ბესელია - პოლიტიკოსების როლში არიან მოსამართლეები, ღია პოლიტიკურ პროცესში შემოვიდნენ და თავისი თავი გაშიფრეს

როგორ შეიძლება თავში მოგივიდეს აზრი, დააბრალო იმ ადამიანებს, ვისაც ჩანაწერებს უვრცელებენ, რომ ეს შეიძლება მათივე გაკეთებული იყოს? - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ასეთი გზავნილის გამხმოვანებელი მანტიის ქვეშ დატოვო და ვინმეს ბედი ანდო. „რაღაცნაირად ისე ემთხვევა, რომ რამდენჯერაც წავედი, იმდენჯერ ეს გავრცელდა და ამ ყველაფერს წინ უძღვის რაღაც პროცესები. ახლა მე კარგი ხანი არსად წავალ. მაქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომლის გადადგმას ვაპირებ, მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამ - ეს მასალა დევს სისხლის სამართლის საქმეში, რომელზედაც 8 ადამიანია უკვე გასამართლებული. მე ვთქვი მხოლოდ ფაქტები, არავინ დამისახელებია, არ მითქვამს ვინმეს მიმართ კონკრეტული ბრალდება. მე ვარ იურისტი და ძალიან კარგად ვიცი, როგორი უნდა იყოს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. რამდენიმე დღეა დაიწყო გამოძიება, მას უნდა აცადო, რომ კონკრეტული შედეგები დადოს. შემდეგ ამ შედეგების მიხედვით ან პასუხი უნდა მოსთხოვო ვინმეს, ვინც ვერ გამოიძია, ან შეაფასო. წინმსწრებად დასკვნების გაკეთება არ იქნება ობიექტური. ეს უკანონო მასალა, რომელიც ასახავს ჩემი ოჯახური საიდუმლოების და სივრცის ჩანაწერს, მის შინაარსზე არაფერია ასახსნელი, აქ ფორმაა ამაზრზენი. ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში. ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში დასრულდა და არ ვიცი, უზენაესში გაგრძელდება თუ არა. მე ვახსენე მხოლოდ ეს ფაქტი, რომ ჩანაწერი სასამართლოშია - მე არ ვიცი, დალუქულია თუ გახსნეს, ეს მათ უფრო იციან. ამ ღია წერილის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც კრებსითად განასახიერებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმათზე უფრო უარესები არიან, ვიდრე ამის ჩამდენები, ახმოვანებს გზავნილს, თითქოს ეს ჩემს ინტერესებში შედის. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება იყოს ამ მეთოდებით ბრძოლაზე უფრო მეტი სიმდაბლე? მაგრამ ამაზე უფრო უარესია ეს ფსიქოლოგია. როგორ შეიძლება თავში მოგივიდეს აზრი, დააბრალო იმ ადამიანებს, ვისაც ჩანაწერებს უვრცელებენ, რომ ეს შეიძლება მათი გაკეთებული იყოს? გესმით, სად ვართ? და ამის გამხმოვანებელი არის მოსამართლე, რომელსაც უნდოდა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ აგვერჩია? ამის იქით, მგონი არც კომენტარია საჭირო და არც ახსნა, თუ რის შესაცვლელად ვიბრძვით ჩვენ. შეიძლება ეს ადამიანი მანტიის ქვეშ დატოვო და ვინმეს ბედი ანდო? ამ დებატებში ჩვენ არ გველაპარაკებიან პოლიტიკური ოპონენტები. პოლიტიკოსების როლში არიან მოსამართლეები, ღია პოლიტიკურ პროცესში შემოვიდნენ და თავისი თავი გაშიფრეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა