„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბათუმის ნავთობტერმინალი დასაქმებულებთან ფართომასშტაბიან ახსნა-განმარტებით  სამუშაოს ატარებს

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბათუმის ნავთობტერმინალი დასაქმებულებთან ფართომასშტაბიან ახსნა-განმარტებით სამუშაოს ატარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის ნავთობტერმინალიდან აცნობეს.

„2019 წლის 1 იანვარს საქართველოში ძალაში შევიდა კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. ამ კანონის ამოქმედება ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლის, ასევე თავად დასაქმებულების პასუხისმგებლობას, რასთან დაკავშირებითაც შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ხელმძღვანელობამ ჩაატარა რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები კომპანიის დასაქმებულებს შორის ფართომასშტაბიანი ახსნა-განმარტებითი სამუშაოს ჩასატარებლად.

2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პერსონალის მართვის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების (ფასს) განყოფილებების დასაქმებულები, ასევე კომპანიის იურისტებმა მიმართეს აუდიტორულ-საკონსალტინგო კომპანია „ერნსტ ენდ იანგი“-ს საკონსალტინგო მომსახურების მისაღებად დაგროვებითი პენსიის სისტემის დანერგვისა და მასში დასაქმებულების მონაწილეობის პირობების საკითხებთან დაკავშირებით.

მიღებული ცოდნის საფუძველზე, ასევე საქართველოს საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინსტრუქციებისა და სხვა მასალების საფუძველზე, მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილებამ შეიმუშავა პრეზენტაცია პროგრამაში მონაწილეობის მექანიზმის, ასევე საქართველოს დაგროვებითი პენსიის სისტემაში სავალდებულო და ნებაყოფლობით მონაწილეობასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებულებისათვის გასაცნობად.

9 სამუშაო დღის განმავლობაში, 2019 წლის 08 იანვრიდან 2019 წლის 18 იანვრამდე, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების და პერსონალის მართვის განყოფილების დასაქმებულების მიერ კომპანიის ყველა დასაქმებულისა და პროფკავშირისთვის ჩატარდა 18 პრეზენტაცია და განმარტებები ახალშემოღებული კანონის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ და რუსულ ენებზე. პრეზენტაციის ჩატარების მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 436 დასაქმებულმა, ან საშტატო რიცხოვნობის თითქმის 80%-მა.

პრეზენტაციის ინტერაქტიული ფორმა შეიცავდა ახალი კანონის ვრცელ ანალიზს და ასევე აქტიურ მსჯელობას აუდიტორიასთან გამოთვლის მექანიზმის კონკრეტულ მაგალითზე. ჩატარებულმა ახსნა-განმარტებითმა სამუშაომ ბევრ დასაქმებულს მისცა საშუალება გაეგო საკითხი და გადაწყვეტილება მიეღო საქართველოს დაგროვებითი პენსიის პროგრამაში ნებაყოფლობითი მონაწილეობისათვის მზადყოფნის შესახებ. 2019 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, პერსონალის მართვის განყოფილებას მიღებული აქვს 14 დასაქმებულის განცხადება პროგრამაში ნებაყოფლობით გაწევრიანების შესახებ.

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, როგორც სოციალურად-პასუხისმგებელი დამსაქმებელი, ზრუნავს თავისი დასაქმებულების მომავალ ფინანსურ კეთილდღეობაზე და აგრძელებს ახსნა-განმარტებით სამუშაოს დასაქმებულებთან ყველა წამოჭრილ საკითხზე, ასევე გრძელდება განცხადებების მიღება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს