ასურეთში რეაბილიტაციის პროექტი წელს დასრულდება

წელს ქვემო ქართლში, სოფელ ასურეთში დასრულდება შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს XIX საუკუნის გერმანული ეკლესიის, საცხოვრებელი სახლების და სასაფლაოს აღდგენას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2018-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს მთავრობა მილიონ ლარზე მეტი ლარით აფინანსებს. მათივე ინფორმაციით, შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლის და სასაფლაოს აღდგენას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„პროექტის მიზანია შენარჩუნდეს გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე განაშენიანება სოფელ ასურეთში. ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში გაუკაცრიელდა მტრის შემოსევების გამო. რუსმა ოკუპანტებმა XIX საუკუნის 20–იან წლებში ჩამოასახლეს გერმანელი კოლონისტები და შექმნეს გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი. ელიზაბეტალი სოფელს ერქვა XX საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი - ასურეთი. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა.

პროექტის დაწყებისას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინიცირებით და მუნიციპალური ფონდის ხელშეწყობით სოფელ ასურეთში, სახელი შეეცვალა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას და მას დაუბრუნდა ასურეთში გერმანული სათვისტომოს ცხოვრების პერიოდში მოქმედი სახელი - „შვაბების ქუჩა“, სწორედ ამ ქუჩაზე ხორციელდება ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა