"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის აქტივისტები დაკითხვაზე იმყოფებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის აქტივისტები ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე ამბობს, ხელისუფლება ცდილობს, რომ ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრები ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არიან შეკრებილები და გამოკითხვის დასრულებას ელოდებიან. „ძალიან იაფფასიანი ფანდია, რომ ხელისუფლებამ მის მიერ ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს ოპოზიციას. მთელი შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლება გადაბრალების რეჟიმშია, ამიტომ არ გამოვრიცხავთ ამჯერადაც აღნიშნულს ჰქონდეს ადგილი. ეს ამაზრზენი ვიდეო კადრები მასობრივად მიუვიდათ დღეს ჩვენს აქტივისტებს შეტყობინებების სახით. ამ საღამოს პოლიცია შევიდა ჩვენს აქტივისტებთან და პოლიციაში გამოკითხვებზე გადაიყვანეს. ძალიან იაფფასიანი ფანდია, თუ ცდილობს ხელისუფლება რომ ოპოზიციას დააბრალოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს