გორის რაიონში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გორის რაიონში, სოფელ ქიწნისთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მესამე დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქიწნისთან, "ოპელის" მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 და 23 წლის ორი მამაკაცი, მესამე კი, 18 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ,,გორმედის" ქსელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

"სასწრაფოს მიერ შემოყვანილია 2000 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცი. დაზიანებების ხარისხი უმძიმესია, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დაუყოვნებლივ დაიწყო ყველა შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიება, თუმცა, მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება", - განაცხადა ,,გორმედის" ექიმმა გიორგი გივიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა