აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, კონგრესში მიღება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში, ამერიკის კონგრესში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კონგრესის წევრების სტაფერებისთვის მიღება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაზე, რომელსაც თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესწრებოდა, ასევე იმყოფებოდნენ კოლეგა კონგრესმენები და მათი ასზე მეტი თანამშრომელი. ღონისძიებას რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი მასპინძლობდა.

მიღებას ესწრებოდნენ ასევე დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი და რესპუბლიკელი კონგრესმენი დონალდ იანგი.

სტუმრები საქართველოს უძველეს კულტურას გაეცნენ და ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025