ანრი ოხანაშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან დგას ძალა, რომელსაც სახელისუფლებო გუნდში დისონანსის შეტანა სურს

ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან დგას ძალა, რომელსაც სახელისუფლებო გუნდში დისონანსის შეტანა სურს, მთლიანობაში ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ დააკავეს სამართალდამცავებმა, თუმცა დეპუტატის თქმით, საქმეს სჭირდება დროული გამოძიება და კონკრეტული შედეგის დადება.

„ფარული ჩანაწერებით შანტაჟი არის ყოვლად ამორალური ფორმა. შესაბამისად, ამას სჭირდება გამოძიება და იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ შედეგს დადებს“,- განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა