ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ავარიულად წყლის მილი დაზიანდა, - ინფორმაციას კომპანია „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

„მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, წყლის მიწოდება 11:30 საათიდან 19:00 საათამდე შეუწყდება: ქეთევან წამებულის ქუჩას და მიმდებარე ჩიხებს; გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას: ორბელიანისა და ვარშანიძის ქუჩების მონაკვეთში; ჯავახიშვილის ქუჩას: N68-დან N82-ის ჩათვლით; ბაგრატიონის ქუჩას: N198-დან N202-ის ჩათვლით; აბუსერიძის ქუჩას: N26გ- სა და N26ბ-ში.

წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი