აჭარაში, ორ სამინისტროში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარაში ორ სამინისტროში ახალი მოადგილეები წარადგინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია და თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელთან, ინგა შამილიშვილთან ერთად მინისტრის ახალი მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, წარუდგინა.

თორნიკე რიჟვაძემ წარდგენისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება განათლება და ახალგაზრდობა.

„მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იქნება წამყვანი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ზოგადად, ცენტრალური განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შეცვლის მთლიანად განათლების სისტემას და ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი გაცხადებულია პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა. დღევანდელი საკადრო ცვლილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ახალგაზრდული კომპონენტი უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის ახალი მოადგილის წარდგენისას.

ალექსანდრე დავითაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დღესვე, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, უწყებაში ახალი მოადგილე წარადგინა.

სულხან მოწყობილი დღეიდან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის რანგში, კურირებას გაუწევს აგრარული კუთხით განსახორციელებელ პროექტებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ის პროგრამები, რაც გვაქვს დაგეგმილი, იყოს ეფექტიანად განხორციელებული, მაქსიმალურად კოორდინირებული და სწორედ ამით არის განპირობებული დღევანდელი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონის ხელმძღვანელმა ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აღნიშნა, რომ დარგს ექნება ხელშეწყობა მთავრობის მხრიდან.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაქსიმალურად გვინდა გავაუმჯობესოთ ეფექტურობა ყველა რგოლში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროში საქმიანობს. ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ოჯახების შემოსავალი, რაც ტურიზმთან ბმაში განხორციელდება, “- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო