„ნაცმოძრაობის“ წევრი - მოვითხოვთ, გაათავისუფლონ ჩვენი აქტივისტი და მისი და, ხოლო ეკა ბესელიამ მოითხოვოს ნამდვილი დამნაშავეების დასჯა

ინგა და ირმა ხოროიშვილები უკანონოდ არიან დაკავებული, - ამის შესახებ ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიცია საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

გია აბულაძე აცხადებს, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მერების მობილური ტელეფონებიდან უნდა ამოიღონ ის ვიდეომასალები, რომელიც ინახება“.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ინფორმაციით, მმართველ გუნდში არსებობს ვიდეოფაილები, რომელიც საგამოძიებო ორგანომ აუცილებლად უნდა იცოდეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე "ქართული ოცნების" წევრს ეკა ბესელიას მოუწოდებს, რომ დაკავებულ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადოს და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს.

"მოვითხოვთ, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. ყველამ იცის, რომ ვიდეოები გავრცელდა ყველგან. ის აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მოვითხოვთ, გამოძიება დაინტერესდეს და გამოიკვლიოს ყველას ტელეფონი, დაწყებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარით. უნდა შემოწმდეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ტელეფონებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლება ოპოზიციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“, - განაცხადა გია აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე შსს-მ 16 პირი დააკავა. მათ შორისაა აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, დები ირმა და ინგა ხოროიშვილები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა