აჭარის უმაღლეს საბჭოში ქვემო სილეზიის სეიმის დელეგაციას უმასპინძლეს

„საქართველოს და პოლონეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ და სასიხარულოა, რომ ამ ურთიერთობებს მხარს უბამენ ჩვენი რეგიონები. აჭარამ და ქვემო სილეზიამ დაამტკიცეს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებების მსგავსად, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ურთიერთობებს აშენებდა“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პოლონეთის ქვემო სილეზიის სეიმის ოფიციალურ დელეგაციასთან საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე.

დავით გაბაიძემ სილეზიელ კანონმდებლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისათვის, რაც რეგიონთაშორის თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითია. ასევე, იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლებიც, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ძალზე დადებითად შეაფასა ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმისა და ოფიციალური დელეგაციის თავმჯდომარემ ანჟეი იაროხმა, რომელიც ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა და საკანონმდებლო ორგანოს სპეციალურ წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„ქვემო სილეზიაში ორი თვის წინ დასრულდა საპარლამენტო არჩევნები და ის ფაქტი, რომ ახალი მოწვევის სეიმის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, კერძოდ, აჭარაში შედგა, თავისთავად მრავლისმთქმელია“, - განაცხადა ანჟეი იაროხმა.

შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სეიმის 9-კაციანი დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ურთიერთობებზე. პოლონელი სტუმრების განცხადებით, ივნისში, ქვემო სილეზია აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ბავშვებს უმასპინძლებს, ახლო მომავალში კი შეჯამდება საქართველოს შესახებ გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რომელშიც არაერთი პოლონელი ახალგაზრდა მონაწილეობს.

სტუმრებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული პატივგებისათვის.

როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, ბათუმში, მისი სახელობის პროსპექტზე ლეხ კაჩინსკის ბიუსტის დადგმის თაობაზე ახლო მომავალში ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში იმსჯელებენ.

სეიმის წევრები შეხვედრაზე რეგიონების თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის განვითარების, ასევე ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოვიდნენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუმრები ასევე შეხვდებიან აჭარის მთავრობის წევრებს, რეგიონის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.

3 თებერვალს სეიმის დელეგაცია სამშობლოში გაემგზავრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა