ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული გიორგი ფარცვანიას მამა შვილის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთი ზუგდიდელი გიორგი ფარცვანიაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისი ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ფარცვანია გუშინ ლუკა ჩხეტიას მხადამჭერ აქციაზე იმყოფებოდა და სწორედ იქ დააკავეს.

მამა, ჰამლეტ ფარცვანია შვილის მიერ ფარული კადრების გავრცელების ფაქტს გამორიცხავს და მის დაკავებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

„ჩემი ოჯახი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ მოხდა ჩემი შვილის დაკავება. არაერთხელ ყოფილა ზეწოლა ჩვენზე. ვერაფერი რომ ვერ გვიქნეს, ბავშვი დაიჭირეს. ბათუმში ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ცოლთან ერთად, დისტრიბუციაში მუშაობდა. თბილისში ლუკა ჩხეტიას მხარდასაჭერ აქციაზე ყოფილა წასული. თვითონ სუს-ი აგზავნის ვიდეოებს, ჩემთანაც იყო გამოგზავნილი, მაგრამ ვირუსი მეგონა და წავშალე. ამას აკეთებენ თვითონ“, - განაცხადა ჰამლეტ ფარცვანიამ.

შსს ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაკავებულია 16 პირი. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა