ფოთში სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალს ხელფასები გაეზარდა

ფოთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ხელფასები 40 ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულთა გაზრდილი სამუშაო მოცულობის, დატვირთვისა და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სახელფასო ფონდი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 140 ათასი ლარით გაზარდა.

ბაღის მასწავლებლის ხელფასი 2013 წელთან შედარებით, ფოთში გაორმაგებულია. პირველი ცვლის მასწავლებელი 240 ლარის ნაცვლად 460 ლარს აიღებს, მეორე ცვლის კი 160-ის ნაცვლად 300 ლარს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსების კუთხით, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ქვეყნის მასშტაბით.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით, სკოლამდელი განათლების სფერო პრიორიტეტულია. სხვადასხვა ღონისძიებების პარალელურად, გრძელდება ბაღების გაზიფიცირება და წელს, 5 სკოლამდელ დაწესებულებაში გათბობის სისტემის მონტაჟი განხორციელდება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება