თორნიკე რიჟვაძე - ახალგაზრდებს მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება უნდა მივცეთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია და თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელთან, ინგა შამილიშვილთან ერთად მინისტრის ახალი მოადგილე, ალექსანდრე დავითაძე წარუდგინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება განათლება და ახალგაზრდობა. ,,ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა. დღევანდელი საკადრო ცვლილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალგაზრდული კომპონენტი უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება. ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იქნება წამყვანი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ზოგადად, ცენტრალური განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შეცვლის მთლიანად განათლების სისტემას და ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის ახალი მოადგილის წარდგენისას.

ალექსანდრე დავითაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა