სოფიო კილაძე - უნდა მოვახერხოთ, რომ ერთი მხრივ, ადამიანების პატივი და ღირსება დავიცვათ, ხოლო მეორე მხრივ - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

უნდა მოვახერხოთ, რომ ერთი მხრივ, ადამიანების პატივი და ღირსება დავიცვათ, ხოლო მეორე მხრივ - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რასაც კონსტიტუცია ადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ფეიკ ნიუსებისა და დეზინფორმაციის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით მას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დიმიტრი გაბუნიასთან კომუნიკაცია ჰქონდა.

სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება მესმის. პრინციპში იგივე თქვა ირაკლი კობახიძემ, რომ ე.წ. ფეიკ ნიუსებს, დეზინფორმაციას და ცილისწამებას, რასაც საზოგადოებაში სერიოზული დისონანსი შეაქვს, რაღაცანაირად უნდა ვებრძოლოთ. არის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, რომელთაც ეს დაიწყეს. ევროკავშირიც ხმამაღლა საუბრობს იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ქვეყნები დეზინფორმაციის გავრცელებას სამართლებრივი მეთოდებით უნდა ებრძოლოს. ჩვენც ვალდებული ვართ, ზომები მივიღოთ, თუმცა იმავდროულად, მედიისა და სიტყვის თავისუფლება არაპროპორციულად არ უნდა შეიზღუდოს - სწორად უნდა დავიჭიროთ ბალანსი კონსტიტუციის საფუძველზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა