ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი სოფლის საერთო კრებებს დაესწრო

დილიკაურისა და შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში დღეს საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები გაიმართა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დილიკაურში, საკონსულტაციო შეხვედრას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე ესწრებოდა.

შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ეგიდით იმართება და პროექტში მოსახლეობის ჩართვასა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსების საჭიროებისამებრ განკარგვას ისახავს მიზნად.

დღევანდელ შეხვედრებზე, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტები ამბულატორიის რეაბილიტაციას, საუბნო გზების მოწყობას და წყლის სისტემების აღდგენასა მიენიჭა.

„ეს არის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან მოსახლეობა თავად განკარგავს აღნიშნულ თანხას. მთავრობის გადაწყვეტილებით კი თავდაპირველად გათვალისწინებული თანხები ყველა სოფელს გაუორმაგდა. ეს გაცილებით მეტ საშუალებას აძლევს მოსახლეობას, საერთო გადაწყვეტილებით, გაიუმჯობესონ მდგომარეობა თავიანთ სოფლებში“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო