აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივი პარტნიორობა უკვე საუკუნეა გრძელდება და ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა განათლება, კულტურა, ჯანდაცვა, ტურიზმი და ეკონომიკა.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟავაძემ პოლონურ-ქართული ურთიერთობაზე ისაუბრა და პოლონეთის დელეგაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ევროპელი პარტნიორის არსებობა, როგორიცაა პოლონეთი, აუცილებელია ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, სწორედ ამიტომ მუდმივად იმართება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოსა და პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კიდევ ერთი ახალი პროექტი ამოქმედდება, რომლის ფარგლებში აჭარისა და ქვემო სილეზიის წარჩინებული მოსწავლეების გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება.

“დინამიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. 2018 წელს დაფიქსირდა პირდაპირი პოლონური ინვესტიციების ზრდა საქართველოში. იგეგმება მსხვილი ინვესტორებისთვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზება და კონტაქტების მაქსიმალური გამყარება. ამჟამად პოლონური კაპიტალის მონაწილეობით აჭარაში მოქმედებს ექვსი ორგანიზაცია. ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა