კასპში, მიწის მასის ჩამოშლით გამოწვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით, წყლის რეზერვუარი დროებით დაიცალა

გუშინ, გვიან ღამით, კასპში, მიწის მასის ჩამოშლით გამოწვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული რეზერვუარი წყლისგან დაცალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ახლომდებარე სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კომპანიის საავარიო ჯგუფი, მობილიზებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კომპანიის საავარიო ჯგუფი კოორდინირებულად ახორციელებდნენ პრევენციის სამუშაოებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა.

მომხდარის გამო წყალმომარაგება მოსახლეობის ნაწილს შეეზღუდება. კომპანია ადგილობრივებს წყალს წყალმზიდების საშუალებით მიაწვდის.

მიწის ჩამოშლის მიზეზებს გეოლოგები და დარგის ექსპერტები შეისწავლიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო